ქირავდება 1 საძინებლიანი, სტუდიოს ტიპის ბინა. ახალ აშენებულ ბინაში, გარემონტებული. ბინა არის ძალიან მყუდრო და წყნარი. აივანი გადის ეზოში, რაც განაპირობებს ჩრდილს მთელი დღის განმავლობაში და სიწყნარეს. ბინა არ არის კუთხის, ამიტომ ზაფხულში გრილია და ზამთარში თბილი. სამზარეულოში არის მაცივარი, მიკროტალღური, ელექტროღუმელი და გაზის პლიტა. საპირფარეშოში არის სარეცხის მანქანა. სადარბაზოში არის 2 ლიფტი. სადარბაზოს კარებზე და ლიფტში მოქმედებს კოდური სისტემა, რაც განაპირობებს უსაფრთხოებას. ახლოს არის ქსელური სუპერმარკეტები, აფთიაქები, ავტობუსის გაჩერება და კარგი სატრანსპორტო ლოკაცია. მეტრო უნივერსიტეტამდე 8-10 წუთი ფეხით. დასაშვებია ცხოველებიც.