იყიდება 47 კვ.მ ფართობის, 2-ოთახიანი ბინა თბილისის ისტორიულ და ტურისტულ ცენტრში - ათონელის ქუჩაზე. შენობა არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. ბინა არის იდეალური როგორც საცხოვრებლად ან საოფისედ, ასევე საინვესტიციოდ (გაქირავების პერსპექტივით). ბინას აქვს საკუთარი, დამოუკიდებელი შესასვლელი ქუჩიდან/ეზოდან, რაც უზრუნველყოფს სრულ კონფიდენციალურობას და მეტ კომფორტს. ინტერიერში შენარჩუნებული და გამოჩენილია ძველი თბილისური აგურის ორიგინალური კედლები და თაღები, რაც სივრცეს გამორჩეულ ხასიათს სძენს. ბინა იყიდება არსებული ავეჯითა და ტექნიკით (კონდიციონერი, სარეცხი მანქანა, მაცივარი). აბაზანა და სამზარეულო სრულად გამართულია. (შენიშვნა: ბინა საჭიროებს მსუბუქ კოსმეტიკურ განახლებას). ვარ მეპატრონე და სააგენტოებთან არ ვთანამშრომლობ!