საქართველოს ბანკის შეფასება: 262.000$. კარგი საკრედიტო ისტორიით ბანკი დაგიფინანსებთ 235.000$-მდე. კეთილმოწყობილი 4-ოთახიანი ბინა თბილისის ისტორიულ უბანში, იტალიურ ეზოში (120 მ²) ბინა მდებარეობს მთაწმინდაზე, ძმები ზუბალაშვილების ქუჩაზე — უზენაესი სასამართლოს წინ, ძველი თბილისის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და მშვიდ უბანში. ბინას აქვს საკუთარი გამწვანებული ეზო და დამატებით შესაძლებელია დაახლოებით 30 მ² ტერასის მოწყობა ეზოსთან. ინტერიერი გამოირჩევა მაღალი, მინიმუმ 3.20 მ ჭერით, რაც სივრცეს განსაკუთრებულ სინათლესა და მოცულობას ანიჭებს. ბინა სრულად აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით — დამონტაჟებულია სრულფასოვანი სამზარეულო ჩაშენებული ტექნიკით, ასევე დარჩება 65- და 55-დუიმიანი ტელევიზორები. იდეალურია როგორც საცხოვრებლად, ასევე საინვესტიციოდ ან AirBnB-სთვის. შესაძლებელია ორ დამოუკიდებელ ბინად დაყოფაც.