მოგესალმებით წვეულების სახლში GLDANULA. ეს არის საუკეთესო სივრცე მათთვის, ვისაც მეგობრებთან ერთად დაბადების დღის, დღესასწაულების ან ღამის წვეულების აღნიშვნა სურთ.
წვეულების სახლი უსაფრთხოა ყველასთვის, განურჩევლად სქესისა, რასისა, რელიგიური აღმსარებლობისა, სექსუალური იდენტობისა და ეთნიკური წარმომავლობისა.
სახლი 7 ოთახისგან შედგება: ბუხრის ოთახი, ცეკვის ოთახი, შუა ოთახი, მოსასვენებელი ოთახი და 3 საძინებელი. ამას გარდა, სახლი აღჭურვილია 2 სველი წერტილით, დიდი ვერანდით და უზარმაზარი წინა ეზოთი.
ცეკვის ოთახი არის ბნელი და კომფორტული რეივის ტიპის წვეულებისთვის და აღჭურვილია მაღალხარისხიანი საუნდსისტემით.
ბუხრის ოთახში მოთავსებულია სამზარეულო და ბარის სივრცე, სადაც სტუმრებს საჭმლის მომზადება, სასმლის შევსება და კოქტეილების დამზადება შეუძლიათ.
სივრცეს ზედამხედველობს სპეციალური დაცვის ოფიცერი. დაცვა უზრუნველყოფს სტუმრებისთვის ჭიშკრის გაღებას, მათ სახლში შეძღოლას და წესებისა და პირობების გაცნობას.
თქვენ უკვე შეგიძლიათ იქირაოთ სახლი (1000 ლარი) ერთი ღამით (15:00 საათიდან 11:00 საათამდე)