ავლაბრის მეტროდან ფეხით ორი წუთის სავალზე ქირავდება ახლადგარემონტებული/უცხოვრებელი ბინა ყველა სახის კომუნიკაციით.
ყველაფერს სურათებში ნახავთ, თუმცა მაინც გეტყვით რომ ძალიან მშვიდი, თბილისური ეზოა არაჩვეულებრივი ლოკაციით - რიყის პარკი, სამების საკათედრო ტაძარი, პრეზიდენტის სასახლე, აბანოთუბანი, ყველაფერი ფეხით სავალზეა🙌🏻
ბინაში ყველაფერია იმისთვის რომ 2 მა ახალგაზრდა ადამიანმა თავი კომფორტულად იგრძნოს, გათბობა-გაგრილება, სარეცხის მანქანა, მაცივარი და როგორც ზემოთ ავღნიშნე ყველა კომუნიკაციით, კარში ჩაშენებულია Smart Lock სისტემის საკეტი, ვიდეო კამერით და თითის ანაბეჭდის მექანიზმით❤️
ჯამში 3 სართულია
I სართული - შესასვლელი - სამზარეულო - სააბაზანო (კარადებით)
II სართული - კიბის უჯრედი - მისაღები (დივანის დაშლის შემდგომ კომფორტული საძინებელი, ღრმა კარადებით)
III სართული - იზოლირებული საძინებელი (კარადებით) - დიდი, კომფორტული აივანი.