ქირავდება დუპლექსის ტიპის ბინა ჩუღურეთში (მარჯანიშვილი).
📍 კოტე მარჯანიშვილის ქუჩა 15 — თბილისის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და კომფორტული ლოკაცია. მარჯანიშვილის მეტროდან 3 წუთის სავალზე, მაკდონალდსიდან 1 წუთის სავალზე. ახლოსაა კაფეები, რესტორნები, მაღაზიები და სასეირნო სივრცეები. რუსთაველზე მისვლა შესაძლებელია როგორც ფეხით, ისე მეტროთი.
ბინას აქვს ახალი თანამედროვე რემონტი, ხარისხიანი ავეჯი და ყველა საჭირო ტექნიკა. საჭიროების შემთხვევაში მეპატრონე მზად არის დამატებითი ტექნიკის დამატებისთვის.
სადარბაზო დაცულია კოდური სისტემით. პირველ სართულზე მდებარეობს კაფე. ფანჯრები გადის ეზოს მხარეს. მეზობლები მშვიდი და კეთილგანწყობილები არიან.
იდეალური ვარიანტია კომფორტული ცხოვრებისთვის ქალაქის ცენტრში.