იყიდება ბინა ქალაქის შუაგულში - მეტრო მარჯანიშვილიდან ფეხით 7 წუთის სავალზე - მშვიდ და მოწესრიგებულ ლოკაციაზე. ჩუღურეთის რაიონში - ივანე ჯავახიშვილის ქუჩაზე.
ბინა არის ახალ გარემონტებული და გამოყენებულია მაღალი ხარისხის მასალა. ინტერიერში ჭარბობს ბუნებრივი ხის დეტალები, რაც ძველი თბილისის ატმოსფეროს განსაკუთრებით უხდება. იდეალურია იმ ადამიანებისთვის ვისაც მშვიდ გარემოში სახლიდან მუშაობა სურს.
ბინა გადის ეზოში, სადაც შესაძლებელია ავტომანქანის გაჩერება. საღამოობით იკეტება ეზოს ჭიშკარი დამატებითი უსაფრთხოების მიზნით.
ბინაში დაგხვდებათ სამზარეულო, გაზქურა, გამწოვი, მიდეას 60 კვმ -ზე გათვლილი კონდიციონერი, ბოშის წყლის გამაცხელებელი, გათბობის ღუმელი, ავეჯის ნაწილი და სხვა.
სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია დამატებითი ავეჯის და ტექნიკის დატოვება. გთხოვთ დამიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე