იყიდება სრულად მოწყობილი სახლი ქოშიგორაზე – იდეალური კომფორტი, ენერგოეფექტურობა და დახვეწილი დიზაინი
თანამედროვე და კომფორტული საცხოვრებელი:
ეზო : 500 კვ.მ
საცხოვრებელი: 220 კვ.მ. (3 საძინებელი, 2 კაბინეტი, მისაღები, სამზარეულო, ტექნიკური ოთახი, 3 სველი წერტილი)
საზაფხულო ვერანდა: 51 კვ.მ.
სარდაფი: 60 კვ.მ.
ყველაფერი რჩება:
დაგხვდებათ სრულად მოწყობილი სახლი ავეჯითა და ტექნიკით – უბრალოდ შეაბიჯეთ და დაიწყეთ ცხოვრება!
კარგად დაგეგმილი ფუნქციური დიზაინი, მშენებლობის ხარისხი და რემონტი:• სახლისა და ეზოს დიზაინზე და შენებაზე პროფესიონალთა გუნდი მუშაობდა, რის შედეგადაც ესთეტიკისა და ფუნქციური დიზაინის ოპტიმალური კომბინაცია არის მიღწეული.
სახლის მონოლითი აშენებულია პროფესიონალი კონსტრუქტორის მიერ მომზადებული ნახაზით. გამოყენებულია უმაღლესი ხარისხის მასალები: ჯეოსტილის რკინა, ჰაიდელბერგის ბეტონი, ბედეგის ბლოკი.
დათბუნებულია პრემიუმ კლასის XPS და EPS მასალებით, რაც ენერგოეფექტურობას უზრუნველყოფს.
სარემონტო სამუშაოები შესრულებულია მაღალი ხარისხის მასალებით
(საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი დოკუმენტებით)
აუზი:
აუზის შიდა ზომა: 8 X 3.5 მ
მოწყობილია გათბობისა და ფილტრაციის სისტემით, სპეციალურად მოწყობილ მიწისქვეშა ტექნიკურ ოთახში.
ეზო:
სრულად გამწვანებული, გაზონით, ყვავილებითა და სპეციალურად შერჩეული ჯიშის მცენარეებით: 70 წლიანი ზეთისხილი, იტალიური ფიჭვები, ტუიები და სხვა.
ავტომატური სარწყავი სისტემა პროგრამული მართვით.