ქირავდება 90 მ² ახალაშენებული ბინა ნოდარ ბახუას ქუჩაზე.
ეს არის ნათელი და ფართო ბინა. მდებარეობს თბილისის ერთ-ერთ განვითარებულ და მოთხოვნად უბანში, ნოდარ ბახუას ქუჩაზე, სადაც ხელმისაწვდომია ყველა საჭირო ინფრასტრუქტურა – სუპერმარკეტები, აფთიაქები, სკოლები, უნივერსიტეტები ბაღები და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებები.
ბინა მოიცავს: ფართო და ნათელ მისაღებ ოთახს, თანამედროვე სტილის სამზარეულოს, ორ მყუდრო საძინებელს, ერთ სრულ სველ წერტილს და კომფორტულ აივანს. აღჭურვილია ყველა საჭირო ახალი ავეჯითა და ტექნიკით, რაც უზრუნველყოფს თქვენს მაქსიმალურ კომფორტს (მაცივარი, სარეცხი მანქანა, ღუმელი, გაზქურა). დამონტაჟებულია ცენტრალური გათბობის სისტემა.