სასწრაფოდ ქირავდება 2 ოთახიანი ბინა დიდუბეში, საგამოფენო ცენტრის “ექსპო ჯორჯია” წინ, 16 სართულიანი კორპუსის მე-4 სართულზე, წერეთლის გამზირის მხარეს.
ბინას აქვს იზოლირებული სამზარეულო, 1 საძინებელი, მისაღები ოთახი, აბაზანა და ლოჯი, საიდანაც იშლება სასიამოვნო ხედი. არის ახლადგარემონტებული, სრულად აღჭურვილი ავეჯითა და ტექნიკით. ხელმისაწვდომია ყველა საჭირო ინფრასტრუქტურა: მაღაზია, აფთიაქი, კორპუსის წინ არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება და პარკი. არის მყუდრო და ნათელი.