ქირავდება მყუდრო, მაღალჭერიანი და ძალიან ნათელი ბინა სან.ზონაში, ს. ბუაჩიძის ქუჩის 10 ნომერში. ბინაში არის მისაღები ოთახი, 2 იზოლირებული საძინებელი, სამზარეულო და დიდი ლოჯი, რომელიც დამატებით სივრცეს ქმნის. ბინა სრულად არის აღჭურვილი საცხოვრებლად საჭირო ყველა ავეჯითა და ტექნიკით. მისაღებ ოთახში არის მოქმედი ბუხარი, რაც განსაკუთრებულ სიმყუდროვეს სძენს გარემოს.
იდეალურია სტუდენტებისთვის და ოჯახისთვის, რადგან ბინა მდებარეობს ევროპის უნივერსიტეტთან და სკოლასთან ძალიან ახლოს. ფეხით სავალ მანძილზეა მეტრო „გურამიშვილი“ და „ღრმაღელე“.
გარშემო არის ყველა საჭირო ობიექტი.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დამიკავშირდით ნომერზე: 500 502 777 დავითი