სახლი მდებარეობს ქვემო ვეძისში, 15 წუთი ფეხით სამედიცინო მეტრომდე. სახლი არის მზიანი და ნათელი მშვიდ და წყნარ უბანში მოშორებული ქალაქის ხმაურს, მტვერს და ქაოს. ტრანსპორტი ადვილად ხელმისაწვდომია. სახლი არის კოხტა და მყუდრო, ახალი გარემონტებული და აღჭურვილი ყველა საჭრო ტექნიკით. ეზო არის გამწვანებული, დასაჯდომი სივრცით, გარე ბუხრით და ჭურის თავებით. სახლით ნამდვილად მოხიბლული დარჩებით.