ქირავდება!
უნივერსალური კომერციული ფართი ქვემო ვერაზე, ერთ-ერთ ყველაზე ცენტრალურ და ამავდროულად მშვიდ და მყუდრო ადგილას, რუსთაველის მეტროდან 10 წუთის ფეხით სავალ გზაზე. 51-ე სკოლიდან 5 წუთის სავალ ადგილას, აღმართების გარეშე. ფართი მდებარეობს მე-3 სართულზე, აგურის ლამაზ სახლში. ლიფტი არ არის.
საერთო ფართი 160 კვადრატი. 6 ოთახი და დიდი სამზარეულო - სასადილო. 2 სველი წერტილი და ერთი სათავსო ოთახი. შესასვლელში არის დიდი აივანი სადაც შესაძლებელია მაგიდის და სკამების დადგმა და მოსვენება. ყველა ოთახი აღჭურვილია კონდიციონერით და ცენტრალური გათბობის რადიატორებით. ფართი არის მყუდრო და ნათელი.
4 ოთახს აქვს ინდივიდუალური შესასვლელი. 2 დიდი ოთახი ერთმანეთთან დაკავშირებულია ,თუმცა გადატიხრულია.
იატაკზე დაგებულია ულამაზესი მუხის პარკეტი. სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია ციკლოვკის გაკეთება და ლაქის გადასმა ქირიდან თანხის გამოქვითვით.
ფართი გამოდგება საოფისედ, ესთეტიკის ცენტრად, სასწავლო ან გამაჯანსაღებელ დაწესებულებად, დამქირავებლის მიერ ავეჯის შეტანის შემთხვევაში საცხოვრებლადაც.
დამატებითი ინფორმაციისთვის დამიკავშირდით ნომერზე -
577 23 00 54 ( Whatsapp/Viber)
მარიამი