იყიდება 54 მ² ფართის, 3-ოთახიანი, უმაღლესი ხარისხით გარემონტებული და სრულად გაწყობილი ბინა ახალაშენებულ, თანამედროვე ტიპის საცხოვრებელ კორპუსში. ბინა მდებარეობს ლუბლიანას ქუჩა №11-ის მიმდებარე კომპლექსში — იაშვილის კლინიკის გვერდით და რესტორან „ქვევრის“ მოპირდაპირედ.
ბინა განთავსებულია საცხოვრებელი კომპლექს Blox-ის C ბლოკში, მე-16 სართულზე. დაგეგმარება შესრულებულია მაქსიმალური კომფორტის გათვალისწინებით, რაც ბინას იდეალურს ხდის როგორც საცხოვრებლად, ასევე საინვესტიციოდ/ გასაქირავებლად.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და ბინის სანახავად.