სასწრაფოდ! იყიდება მიწის ნაკვეთი, პატარა კერძო სახლით წავკისში, 1700 კვ.მ უზარმაზარი ეზოთი – საუკეთესო ფასად ($125/კვ.მ)
თუ ეძებთ კერძო სახლს თბილისთან ძალიან ახლოს, საუკეთესო კლიმატურ ზონაში და რაც მთავარია – დიდი, პერსპექტიული მიწის ნაკვეთით, ნახეთ ეს ობიექტი წავკისის ბოლოში (ალექსანდრე ყაზბეგის ქუჩა).
იყიდება კერძო სახლი, რომელსაც აქვს 1699 კვ.მ უზარმაზარი ეზო. ადგილი არის საოცრად წყნარი, მწვანე და ლამაზი, ქალაქის ხმაური აქ საერთოდ არ აღწევს.
თავად სახლი პატარაა და საჭიროებს რემონტს, რაც ფანტაზიის დიდ თავისუფლებას გაძლევთ: შეგიძლიათ არსებული ფართი გადააკეთოთ და გააფართოვოთ, ან საერთოდ დაანგრიოთ და თქვენი გემოვნებით ახალი, დიდი რეზიდენცია ააშენოთ. ფასი არის ძალიან მიმზიდველი და რეალურ საბაზრო ღირებულებაზე დაბალი – სულ რაღაც $125 კვადრატული მეტრი (ჯამში $212,400 მთელი ქონება).
სახლისა და ეზოს მთავარი უპირატესობები:
დიდი პოტენციალი: ეზოს ფართობიდან გამომდინარე, აქ თავისუფლად მოაწყობთ დიდ აუზს, გამწვანებულ ბაღს, ფანჩატურს, ბავშვების სათამაშო ზონას და სურვილის შემთხვევაში, რამდენიმე დამოუკიდებელ კოტეჯსაც კი ოჯახის წევრებისთვის ან გასაქირავებლად.
კომუნიკაციები: დენი, წყალი და გაზი ადგილზეა (მიყვანილია სახლში).
საინჟინრო პლუსი: ნაკვეთის ბოლოში არის ხევი, რაც საგრძნობლად აადვილებს და აიაფებს როგორც დიდი აუზის მოწყობასა და დაცლას, ისე ავტონომიური საკანალიზაციო სისტემის (სეპტიკის) გამართვას.
მოკლედ, ეს არის იდეალური შანსი მათთვის, ვისაც უნდა საკუთარი სახლი და დიდი, დამოუკიდებელი მამული წავკისის საუკეთესო ლოკაციაზე.
ჯამური ფასი: $212,400
ტელეფონი: 598373623