იყიდება კეთილმოწყობილი, სრულად გარემონტებული ბინა ჩაშენებული სამზარეულოთი და ხარისხიანი შესანახი კარადებით. ბინაში არის ერთი იზოლირებული საძინებელი, საიდანაც შესაძლებელია აივანზე გასვლა. საერთო ოთახს აქვს ორი ვიტრაჟული ფრანგული აივანი, რაც ბინას განსაკუთრებულ სინათლესა და ჰაეროვან ატმოსფეროს სძენს.
შესასვლელი კუთხე და სამზარეულო ფუნქციურად არის მოწყობილი, სველი წერტილი გამართული და თანამედროვე სტანდარტებით შესრულებული. ბინა აღჭურვილია ცენტრალური გათბობითა და კონდიციონერით. არის ძალიან ნათელი და თბილი — მზის მხარეს. მდებარეობს მყუდრო და მშვიდ გარემოში. ახლოს არის კეთილმოწყობილი რეკრეაციული პარკი და მარკეტები.
ავეჯისა და ტექნიკის უმეტესი ნაწილი ბინაში რჩება.
დამიკავშირდით 558988900