ახალ აშენებულ კორპუსში, იყიდება 60 მ² ბინა უნივერსიტეტის ქუჩაზე, გრინჰილს და აგროჰაბს შორის. ეს არის იდეალური შეთავაზება მათთვის, ვინც ეძებს თანამედროვე და კომფორტულ საცხოვრებელს ქალაქის ერთ-ერთ პრესტიჟულ უბანში. ბინა მდებარეობს 17 უნივერსიტეტის ქუჩაზე, რაც უზრუნველყოფს სწრაფ წვდომას უნივერსიტეტებთან, სავაჭრო ცენტრებთან, რეკრეაციულ ზონებთან და საზოგადოებრივ ტრანსპორტთან.
ბინიდან (აივნიდან, საძინებლიდან და სტუდიოდან) იშლება ულამაზესი ხედი ბაგების ფერდობებზე, სივრცის და სიმწვანის სასიამოვნო შეგრძნებით.
ახალი აშენებული კორპუსი გამოირჩევა მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალებით და თანამედროვე არქიტექტურით. თავად ბინა გარემონტებულია ხარისხიანად, პირადი სარგებლობისთის. ეს ლოკაცია განსაკუთრებით მიმზიდველია სტუდენტებისთვის, ახალგაზრდა ოჯახებისთვის ან ინვესტორებისთვის, რომლებიც ეძებენ მაღალი საიჯარო პოტენციალის მქონე უძრავ ქონებას. ისიამოვნეთ წყნარი და მწვანე გარემოთი, ქალაქის ცენტრში.