იყიდება 418 მ2 ფართის 2 სართულიანი კერძო სახლი ქ. ყვარელში, ჭავჭავაძის 175-თან ჩიხში, მის. ზახაშვილის ქუჩა 23. ეზოს ფართია 800 მ2. სახლი არის კაპიტალურად ნაგები, კედლები არის 40 სმ- იანი პემზის ბლოკის, თუნუქის ფურცლის გადახურვით. ვერსაც ვერ ნახავთ ჭერზე წყლის კვალს, სახლის I სართული სარემონტოა, სველი წერტილით, სამზარეულოთი, II სართული არის მაღალჭერიანი, საცხოვრებელ მდგომარეობაში, II სართულზე სასადილო ოთახი და აბაზანა ტუალეტი ახალი გარემონტებულია. დამონტაჟებულია გაზის გამათბობებლი, ცხელი წყალი თერმექსზეა. ასევე შეყვანილია მაგთის ტელევიზია-ინტერნეტი. სახლს და ეზოს აქვს ისეთი განლაგება შესაძლოა თანაბრად გაიყოს 2 ოჯახზე. ეზო არის შემოღობილი, ჭიშკრით, ეზოში მაქვს სხვადასხვა მსხმოიარე ხეხილი და ახალჩაყრილი უამრავი ნერგი. სამზარეულოს ავეჯი, 2 მაცივარი, სარეცხი მანქანა დარჩება. ფასი 60 000 $.