იყიდება 65 მ² ფართობის 3-ოთახიანი (2 საძინებლით) ბინა დიდ დიღომში, აბაშიძე-ორბელიანის ქუჩაზე, ახალ აშენებულ და შესახლებულ კორპუსში, მე-4 სართულზე (8-სართულიანი შენობა). ლოკაცია ძალიან მოხერხებულია — აღმაშენებლის ხეივანი 5 წუთში, გუდვილი 400 მეტრში, ფრესკოც ახლოს, კორპუსის წინ კი საბავშვო სკვერია.
ბინა გულმოდგინედ არის გარემონტებული, ავეჯი და ტექნიკა მაღალი ხარისხის. ორივე საძინებელი ნათელია და აივანი აქვს. ცენტრალური გათბობა, ეზოს პარკინგი. კორპუსი დასრულებული და დასახლებულია.
შესანიშნავი არჩევანია საცხოვრებლად ან საინვესტიციოდ. 1 მ²-ის ფასი დაახლოებით 1692 $. დაგვიკავშირდით დეტალებისთვის.