იყიდება ახალი გარემონტებული, უცხოვრებელი ბინა, მეტრო მარჯანიშვილსა და სადგურის მოედანს შორის. რემონტი გაკეთებულია უმაღლესი ხარისხის მასალებით, ბინას აქვს ნატურალური ხის იატაკი, ცენტრალური გათბობა არის ახალი შეყვანილი. მისაღებსა და საძინებელს აქვს თითო-თითო ფანჯარა, ხოლო აბაზანასა და სამზარეულოს სარკმელი. ფანჯრებს აქვს გისოსები. სადარბაზოს აქვს ცალკე რკინის კარი. შესაძლებელია ეზოს მხრიდან კარის გაჭრაც. საუკეთესოა 3-4 სულიანი ოჯახის ან ამდენივე სტუდენტის საცხოვრებლად.