იმერეთში, კინჩხაში, სეზონურად (ივნისიდან ოქტომბრის ჩათვლით) ქირავდება მოქმედი რესტორანი „FallsView Restaurant“ სრული აღჭურვილობით. ობიექტი მდებარეობს ტურისტულად აქტიურ ზონაში, კინჩხას ჩანჩქერისა და კანიონის სიახლოვეს, რაც უზრუნველყოფს ვიზიტორების დიდ ნაკადს. რესტორანი მონიშნულია Google-ისა და Yandex-ის რუკებზე.
ობიექტი სრულად არის დაკომპლექტებული ყველა საჭირო ინვენტარით, ტექნიკითა და ჭურჭლით (მაგიდები, სკამები, საზაფხულო ქოლგები, მაცივრები, ქურა, ღუმელი და სხვა). რესტორანი უკვე მესამე სეზონია წარმატებით მუშაობს და აქვს შესანიშნავი რეპუტაცია, რაშიც თავად შეგიძლიათ დარწმუნდეთ Google-სა და Yandex Maps-ზე არსებული მიმოხილვების საშუალებით.