იყიდება 3 ოთახიანი, 77 კვ.მ ფართობის ბინა დიდ დიღომში, ფარნავაზ მეფის 51-ში, „იორკ თაუერსის" კორპუსში (B ბლოკი, „ბელას ტორტების" გვერდით). ბინა მდებარეობს 9-სართულიანი ახალაშენებული კორპუსის მე-5 სართულზე — კარგად დაგეგმარებული, ნათელი ბინაა, ხარისხიანი მასალებით გაკეთებული რემონტით.
ბინა გამოირჩევა ფართო, 32 კვ.მ მისაღები ოთახით — ეს ზომა მსგავსი ფართობის ბინებში თანამედროვე კორპუსებში იშვიათად გვხვდება. ბინაში ორი ფართო საძინებელია, ფართო სამზარეულო და დიდი სააბაზანო. ცალკე გამოყოფილია აივანი და სათავსოს ადგილი აივანზე. ყველა ოთახი ნათელია, ცენტრალური გათბობით, კონდიციონერით. ბინაში რჩება ავეჯ-ტექნიკის უმეტესობა — სარეცხი მანქანა, ჭურჭლის სარეცხი მანქანა და მაცივარი.
კორპუსს აქვს როგორც გარე, ისე შიდა ინფრასტრუქტურა. ლოკაცია მოსახერხებელია — გუდვილი, აფთიაქი, სკოლები და ტრანსპორტი ფეხით სავალ მანძილზე. იდეალური ვარიანტია როგორც პერსპექტიული საინვესტიციოდ, ისე საკუთარი საცხოვრებლისთვის.