იყიდება პრემიუმ კლასის 3 ოთახიანი ბინა საბურთალოზე, კომპლექს "House Uni"-ში, უნივერსიტეტის ქუჩა 46. ბინა მდებარეობს 11 სართულიანი კორპუსის უკანასკნელ, მე-11 სართულზე და იკავებს 83 მ²-ს. სტატუსი — ახალი აშენებული, არასტანდარტული პროექტი, 4.7 მ ჭერით.
ბინა სრულად გარემონტებულია თანამედროვე მინიმალისტურ სტილში, ნათელი და თბილი ფერებით — ინტერიერზე იმუშავა UnGala Interiors-ის გუნდმა. ბინა მოიცავს 2 საძინებელს, 1 სველ წერტილს, სტუდიო ტიპის მისაღებ-სამზარეულოს და აივანს, საიდანაც იშლება ეზოს ულამაზესი ხედი. ბინა გადაიცემა სრულად ავეჯითა და ტექნიკით (ქურა, ღუმელი, მაცივარი, სარეცხი/ჭურჭლის სარეცხი მანქანა, კონდიციონერი). გარე სათავსო თან ერთვის. ცენტრალური გათბობა, ცხელი წყალი, ლიფტი (მ.შ. სატვირთო), ვინტილაცია და სიგნალიზაცია.
კომპლექსი მოიცავს 10 000 მ² სკვერს, თავისუფალ საპარკინგო სივრცეს, 24/7 დაცვას, კონსიერჟ-სერვისს და მენეჯმენტ კომპანიას. ლოკაცია გამოირჩევა მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტთან" სიახლოვით და განვითარებული ინფრასტრუქტურით. იდეალური ვარიანტი როგორც საცხოვრებლისთვის, ისე საინვესტიციოდ.