იყიდება თანამედროვე დიზაინის, ახალაშენებული, უცხოვრებელი, ჭკვიანი სახლი კიკეთში. სახლი შედგება 2 ბლოკისგან. პირველ, საცხოვრებელ ბლოკში, განთავსებულია: 4 მასტერ საძინებელი ინდივიდუალური აბაზანებით და საგარდერობე ოთახებით, სატრენაჟორო დარბაზი, კაბინეტი, ტექნიკური და სამრეცხაო ოთახები, დიდი მისაღები სტუდიო სასადილო ზონით ,დამხმარე ოთახით და სველი წერტილით . მეორე ბლოკში არის: ორთქლის საუნა, მარანი, სასადილო სადეგუსტაციო ზონა. საცხოვრებელი ბლოკის ყველა ვიტრაჟიდან იშლება ხედი 13 მეტრიან აუზზე და მთებზე. ამ ეტაპისათვის სახლი გაქირავებულია 11,000 $-ად,იჯარის ვადის გასვლამდე დარჩენილია კიდევ 11 თვე. ატვირთული ფოტოები რეალურია და ასახავს სახლის ფაქტიურ მდგომარეობას.