იყიდება ახალაშენებული, ძალიან ლამაზი სახლი ტაბახმელაში. ფუნდამენტი შეკრულია 30-სმ სისქის რკინა-ბეტონის კონსტრუქციაში და დგას 40სმ რკინა-ბეტონის პლიტაზე,ჩაყრილია სადრენაჟე მილები სახლის მთელ პერიმეტრზე. გადახურულია ბელგიური მეტალო კრამიტით. სახლის კედლები 30-სმ პემზის ბლოკი + 5-სმ xps დათბუნება + მიუნხენი. მეორე სართულიდან იშლება შესანიშნავი ხედები თბილისზე. ყველა კომუნიკაცია ( წყალი(32 მმ მილი), დენი, გაზი) შეყვანილია და დაქსელილია. კანალიზაცია დამონტაჟებულია.