სახლი მდებარეობს ბათუმის ყველაზე ცენტრალურ ადგილას, ისტორიულ ქალაქში, ევროპის მოედანზე, იტალიურ ეზოში. ეზოში სხვა მაცხოვრებლებიც ცხოვრობენ და დაახლოებით, 500 კვ/მ ეზო საერთო სარგებლობისაა, თუმცა თვითონ სახლს აქვს ინდივიდუალური, იზოლირებული შესასვლელი - სახლი მოიცავს ეზოში მდებარე ოთხსართულიანი შენობის მეორე და მესამე სართულს, ასევე 85 მ/კვ ფართის ღია, კაპიტალურად გადახურულ ვერანდას. სახლის ძირითადი შესასვლელში ეზოდან იზოლირებული კიბით მოხვდებით. ასევე, სახლს აქვს ალტერნატიული მეორე შესასვლელიც სადარბაზოდან.