იყიდება 110 მ² ჩეხური პროექტის ბინა მუხიანში, იოსებ ნონეშვილის ქუჩაზე (1-ლი მკ/რ). აქვს 3 საძინებელი, ლოჯი, მისაღები ოთახი, იზოლირებული სამზარეულო და ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი სველი წერტილი. ბინა არის გამჭოლი, ორმხრივი ხედით - როგორც მთავარი ქუჩის, ასევე ეზოს მხრიდან. ორივე მხარეს აქვს აივანი, მათ შორის ერთ-ერთი არის მიმატებული (9კვ.მ). ყველა ფანჯარა და აივანი დაცულია გისოსებით. ბინის ნაწილი გასარემონტებელია, თუმცა მოვლილი და ფუნქციურია, შესაბამისად ამჟამინდელი მდგომარეობითაც საცხოვრევლად მზადაა.
ბინასთან ერთად სარგებლობაში გადმოდის:
* ავტოფარეხი
* 30 კვ.მ სამეურნეო მიწა
* ბინის გვერდით მდებარე სათავსო
კორპუსის მიმდებარედაა სკოლები, საბავშვო ბაღები, სუპერმარკეტები, აფთიაქები, სკვერები. ფეხით 7 წუთის სავალზეა ახმეტელის მეტრო.
დაინტერესების შემთხვევაში დამიკავშირდით განცხადებაში მითითებულ ნომერზე.