გთავაზობთ საინვესტიციო ქონებას ყვარელი–თელავის დამაკავშირებელ გზაზე, სოფელ ენისელში, გრემის მონასტრიდან დაახლოებით 1 კილომეტრში.
ქონება მდებარეობს მთავარ გზაზე, სადაც არის აქტიური მოძრაობა და ახლოს მდებარეობს ქსელური მაღაზიები, რაც მას იდეალურს ხდის სხვადასხვა ბიზნესსაქმიანობისთვის.
ასევე შესაძლებელია გამოიყენოთ საცხოვრებლად. ეზოში მდებარეობს პატარა, ერთსართულიანი სახლი, სადაც არის 2 ოთახი, სამზარეულო, სველი წერტილი და აივანი.
სახლს აქვს ახალი გადახურვა და ცენტრალური გათბობა.
ეზო არის ლამაზად მოპირკეთებული და მოვლილი.
მიწის ფართობი: 700 კვ.მ
ფასი: 85,000 $