იყიდება ბინა ბაგების დასაწყისში, ახალაშენებულ კორპუსში. კუთხის, მზიანი და ნათელი ბინა დიდი მისაღები ოთახით. ყველა ოთახი გადის აივანზე, ბინიდან იშლება ულამაზესი პანორამული ხედები.
ბინა სრულად აღჭურვილია საჭირო ტექნიკა-ინვენტარით, დამონტაჟებულია ცენტრალური გათბობა.
მდებარეობს ეკოლოგიურად სუფთა და მშვიდ გარემოში, ტაძრის გვერდით. გარშემო სრულად განახლებულია ინფრასტრუქტურა — გზები, მიწისქვეშა კომუნიკაციები და სხვა. ახლოსაა მაღაზიები, ტრანსპორტი და ყველა საჭირო ობიექტი.