სახლი მდებარეობს ცენტრალური გზის გასწვრივ და აქვს კარგი პერსპექტივა კომერციული ობიექტის მოსაწყობად.
იმავე ეზოში არის მეორე 2 სართულიანი დიდი სახლი დასრულებული რკინა-ბეტონის კარკასით და თუნუქის მოთუთიებული სახურავით. სახლს პირველ სართულზე აქვს დიდი მარანი ქვევრებით, სამზარეულო, საცხოვრებელი ოთახი და სათავსოები.
შესაძლებელია ამ სახლების შატოს ტიპის სასტუმროდ გადაკეთება. სურვილის შემთხვევაში მყიდველს შეუძლია შეიძინოს ვენახი 15 რიგი და ცარიელი ადგილი 1000 კვმ. და ა.შ.