ბახმაროში, ერთ-ერთ საუკეთესო ადგილზე, ბაზართან, ტყესთან, ცნობილ რესტორან „ფურნე N1- თან“ ახლოს, ვყიდით სამსართულიან კოტეჯს, რკინის კარით, მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრებით, აივნებით. პირველი სართული კაპიტალურია, დიდი ჰოლით (მხოლოდ კედლებია შესაღები), სამზარეულოთი, აბაზანა-ტუალეტით. მეორე სართულზე სამი საძინებელია, აქედან მხოლოდ ერთია ბლოკით აშენებული, დანარჩენი ხის, მეორე სართულის ერთი საძინებლის აივნიდან მთელი ბახმარო ჩანს, მეორე საძინებლის ფანჯარა ტყის ხედითაა, მოწესრიგებულია აბაზანა-ტუალეტიც. მესამე სართულზე ორი საძინებელია, ერთის აივანი ბახმაროზე ხედითაა, მეორეს მხარეს ტყეა, შესაძლებელია ვერანდის ან დიდი ოთახის მოწყობა, ასევე აბაზანა-ტუალეტის, მესამე სართულზე ასასვლელი კიბე გასაკეთებელია, სახურავში თავისუფლად შეიძლება კიდევ ერთი დიდი ოთახის გაკეთება. გვერდით მთლიანად შემოკრულია აქვს თუნუქი, დაცულია წვიმისა და თოვლისაგან. ორ ოჯახს შეუძლია იყიდოს - ფართი 140 კვადრატამდე, თავისუფლად შეიძლება სასტუმროს მოწყობაც. შემეხმიანეთ პირადში.