სასწრაფოდ ქირავდება ბინა დიდ დიღომში, ასმათის ქუჩაზე, „იმედის“ კლინიკასთან და „გუდვილთან“ ახლოს, ახალაშენებულ, დასრულებულ და სრულად შესახლებულ კორპუსში.
ბინა მდებარეობს 6-სართულიანი კორპუსის მე-4 სართულზე. არის უცხოვრებელი, ახალი გარემონტებული, 50 კვ.მ სტუდიოს ტიპის ბინა, რომელიც მოიცავს 1 იზოლირებულ საძინებელსა და აივანს. ბინა აღჭურვილია ახალი, მაღალი ხარისხის ავეჯითა და თანამედროვე ტექნიკით.
სადარბაზო დაცულია დომოფონით. კორპუსი მდებარეობს მშვიდ და მოწესრიგებულ უბანში — კერძო დასახლების პირველივე ზოლში, რაც ქმნის კომფორტულ და სასიამოვნო საცხოვრებელ გარემოს.
მახლობლად მდებარეობს ახალი სკვერი, სხვადასხვა მაღაზია, ტრანსპორტის გაჩერებები, ხოლო კორპუსის ქვემოთ ფუნქციონირებს „სპარის“ მარკეტი.
დაინტერესების შემთხვევაში დამიკავშირდით ნომერზე: 593 797385