5 room apartment for sale in abanotubani

5 room apartment for sale in abanotubani

32ID: 24834064
გრიშაშვილის ქ.
791,594
1 - 2345
337.52 m²
Area
5
Rooms
3
Bedroom
3 / 3
Floor

Short description

იოსებ გრიშაშვილის ქუჩაზე, აბანოთუბანში, ძველი თბილისის გულში, იყიდება ძველი გარემონტებული, მაგრამ დიდი და ნათელი ბინა (163,13 კვ.მ) შუშაბანდით და სხვენი (174,39) არაჩვეულებრივი ხედებით (ერთი მხარე გადის გრიშაშვილის ქუჩაზე, ხოლო მეორე, 180 გრადუსიანი ხედი - მთელ ავლაბარზე და მტკვარზე) და ულამაზესი, ძველი თბილისური ჩუქურთმებიანი კარებით. ბინაში დაგხვდებათ ძველებური დახურული ბუხარი, რომელიც ათბობს ორ ოთახს. დაგებულია ხის იატაკი, ხოლო ფანჯრების უმეტესობაზე და ბინაში შესასვლელ კარებზე დაყენებულია ძველებური მასიური ხის დარაბები. რჩება ავეჯის ნაწილი. ბინის თავზე არსებული სხვენი პრივატიზებულია და შესაძლებელია გაკეთდეს კაფე ან დამატებითი ოთახები (სხვენზე ასასვლელი არის ბინიდან).

ბინა კარგია როგორც საცხოვრებლად, ასევე იდეალურია ჰოსტელის ან საოჯახო სასტუმროსთვის, რადგან მდებარეობს ტურისტულ ზონაში, ასევე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებასთან, რესტორნებთან და ქსელურ სუპერმარკეტთან ახლოს. რამდენიმე ნაბიჯშია საბავშვო ბაღი, ოდნავ მოშორებით კი სკოლა. თბილისის სხვა უბნებთან შედარებით ჰაერი სუფთაა, რადგან ბინა მდებარეობს თაბორის მთასთან და ბოტანიკურ ბაღთან ახლოს.

სახლი, სადაც მდებარეობს ბინა, ქუჩის მხრიდან არის ორ სართულიანი, ხოლო ეზოს მხრიდან - სამ სართულიანი; ბინა მდებარეობს ზედა სართულზე, თუმცა ბინაში შესასვლელი არის პირდაპირ ქუჩიდან, პატარა ხიდით, შესაბამისად, რემონტის დროს/ავეჯის შეტანისას ზედმეტ სირთულეს აირიდებთ თავიდან. ხიდზე შესასვლელი დაცულია რკინის კარებით და კოდიანი საკეტით.

Addition parameters

Status
Old building
Condition
Old renovated
Type of project
Non-standard
Owner logo
მარი
Agent
All statements (546)
მარი
Agent

If the information in the listing is incorrect, file a report