იყიდება სასწრაფოდ! კორპუსის მშენებლობა სრულად დასრულებულია, მიმდინარეობს ფასადისა და სადარბაზოს მოპირკეთების სამუშაოები, რომელიც დასრულდება 2 თვეში. აქვს სულ ვიტრაჟები და ულამაზესი ხედები. წინ არ არსებობს ხედის დაფარვის პერსპექტივა.
ბინა ბარდება თეთრი კარკასის მდგომარეობით (კედლები შელესილი, იატაკი მოჭიმული, აივნის კარები და ბინაში შესასვლელი კარი დამონტაჟებული, აივანი კერამო-გრანიტით მოპირკეთებული, გაზი, ელექტროენერგია, წყალი ბინამდე მიყვანილი მრიცხველით). საცხოვრებელ კორპუსს აქვს ორდონიანი პარკინგი, გამოირჩევა პრესტიჟული ლოკაციითა და უსაფრთხოების მაღალი სტანდარტით. კორპუსის წინ არის გაჩერება, მდებარეობს მეტროსადგურ ,,სახელმწიფო უნივერსიტეტიდან" ფეხით 5 წუთის სავალზე. იდეალურია როგორც გასაქირავებლად, ისე საცხოვრებლად.