იყიდება 206.43 კვ.მ ბ. ბინა არის ნათელი, მზიანი და ფართო, მაღალი ჭერითა და იზოლირებული ოთახებით. აქვს 4 საძინებელი (ერთს აივანი, დანარჩენებს ფანჯრები), მისაღები, ცალკე სამზარეულო, სათავსო და 2 სველი წერტილი (აბაზანასაც აქვს აივანი). დამატებით აქვს 27.76 კვ.მ აივანი. ბინას მოყვება ავტოფარეხი, კომერციული დატვირთვით, რომლის გამოყენება შესაძლებელია გასაქირავებლად. მდებარეობა არის მშვიდი, გამწვანებული და ახლოს ყველა საჭირო ინფრასტრუქტურასთან