იყიდება ახალი გარემონტებული ბინა პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე. ბინა მდებარეობს კორპუსის მე-6 სართულზე და გამოირჩევა პრაქტიკული განლაგებით, ნათელი სივრცითა და მყუდრო გარემოთი.
ბინაში განთავსებულია ფართო მისაღები, 2 საძინებელი საკუთარი აივნებით, ცალკე სამზარეულო და შემინული ვერანდა. ასევე აქვს 2+1 სველი წერტილი — ორი სრულად მოწყობილი სველი წერტილი და დამატებით მესამე სველი წერტილის სივრცე, სადაც უკვე მოწყობილია ყველა საჭირო კომუნიკაცია და გაყვანილობა.