ქირავდება 300 კვ.მ. კერძო სახლი — იდეალური არჩევანი დიდი ოჯახისათვის ან მათთვის, ვინც ეძებს სივრცესა და კომფორტს.
300 კვადრატული მეტრი საცხოვრებელი ფართი გამოირჩევა დიდი ოთახებით, მაღალი ჭერითა და ნათელი, ჰარმონიული სივრცით, რომელიც ქმნის მყუდრო და კომფორტულ გარემოს. სახლს აქვს საკუთარი ეზო, იდეალური დასვენებისა და თავისუფალი დროის სასიამოვნოდ გასატარებლად.
სახლში განთავსებულია:
* 5 საძინებელი, თითოეული საკუთარი სველი წერტილით
* 2 დიდი მისაღები ოთახი, მათ შორის ერთ-ერთი ბუხრით
* ცალკე, იზოლირებული სამზარეულო
* სასადილო ოთახი
* დიდი სამრეცხაო ოთახი
* ფართო შესასვლელი ჰოლი, გახსნილი ორ სართულზე შიდა კიბით
სახლი აღჭურვილია ცენტრალური გათბობის სისტემითა და კონდიციონერებით ყველა ოთახში. ასევე, ყველა ოთახში დამონტაჟებულია ტელევიზორი.
სახლი ქირავდება სრულად ავეჯითა და ყველა საჭირო ინვენტარით.