იყიდება 2 საძინებლიანი ახალ გარემონტებული ბინა მწვანე ქალაქი ლისიზე.(ლისი ვერანდა) რიკარდო ბოფილის დიზაინით შექმნილ შენობაში. ბინა მოიცავს ორ ფართო საძინებელს, ორ სველ წერტილს, საგარდერობე ოთახს, სამუშაო კაბინეტს, დიდ დამოუკიდებელ სამზარეულოს, დიდ და ნათელ მისაღებ სივრცეს.
ბინა გაწყობილია უმაღლესი ხარისხის იტალიური და ესპანური ავეჯით და სრულად აღჭურვილია Bosch-ის ტექნიკით. ბინის ფართობი შეადგენს 131 კვ.მ-ს, დამატებით აქვს 9 კვ.მ აივანი. ბინას აქვს ფუნქციურად გამართული განლაგება და 3.2 მეტრი სიმაღლის ჭერი. მისაღებ ოთახში განთავსებულია დიდი პანორამული ფანჯრები, საიდანაც იშლება ულამაზესი ხედები ქალაქზე. რემონტი შესრულებულია განსაკუთრებული სიზუსტითა და უმაღლესი ხარისხის ევროპული სამშენებლო მასალებით.
ასევე, დამატებით შესაძლებელია მიწისქვეშა პარკინგისა და სათავსოს შეძენა.