იყიდება 76 მ² ბინა დიდ დიღომში პირდაპირი მფლობელისგან, დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე, ახალაშენებულ კორპუსში.
ბინა მდებარეობს 12-სართულიანი კორპუსის 10-ე სართულზე, რაც უზრუნველყოფს ლამაზ ხედს, სუფთა ჰაერს და ნაკლებ ხმაურს.
ბინის განლაგება ძალიან პრაქტიკულია:
* 2 ნათელი და კომფორტული საძინებელი
* ფართო და გადახურული აივანი, რომელიც უკავშირდება ყველა ოთახს
* გარდერობის ოთახი
* დიდი სათავსო სივრცე შესასვლელში
მდგომარეობა – მწვანე კარკასი:
კედლები გალესილია, იატაკი მოჭიმულია, გაყვანილია წყლისა და გათბობის მილები, ჩასმულია ფანჯრები. შესრულებულია ყველა შავი სამუშაო, რაც გაძლევთ შესაძლებლობას სწრაფად დაიწყოთ რემონტი და მოაწყოთ ბინა თქვენი გემოვნებით.
კორპუსში აქტიურად მიმდინარეობს მოპირკეთების და სარემონტო სამუშაოები.
კომფორტული ლოკაცია – ახლოსაა მაღაზიები, ტრანსპორტი და ყველა საჭირო ინფრასტრუქტურა.
ბინა იდეალურია როგორც საცხოვრებლად, ასევე საინვესტიციოდ. ბაზარზე ყველაზე დიდი მოთხოვნილება სწორედ ამ კონფიგურაციის ბინებზეა, გათვლილი მცირე და საშუალო ოჯახებისთვის.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე.