ქირავდება 130 მ² ახალი აშენებული ბინა ლისი ვერანდაზე. ეს გამორჩეული საცხოვრებელი მდებარეობს თბილისის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და ეკოლოგიურად სუფთა უბანში, ლისის ტბის მიმდებარედ, რაც უზრუნველყოფს სუფთა ჰაერს, სიმშვიდეს და ულამაზეს პანორამულ ხედებს ქალაქზე და ბუნებაზე. კომპლექსი გამოირჩევა თანამედროვე არქიტექტურით, დაცული და მოწესრიგებული ტერიტორიით, გამწვანებული ეზოებითა და განვითარებული ინფრასტრუქტურით,
ბინა არის ახალი გარემონტებული უმაღლესი ხარისხის მასალებით და თანამედროვე დიზაინით. მასში განთავსებულია ნათელი და ფართო სტუდიოს ტიპის მისაღები ოთახი სრულად აღჭურვილი სამზარეულოთი, ორი მყუდრო საძინებელი და ორი სველი წერტილი. ყველა ოთახი უზრუნველყოფილია ბუნებრივი განათებით, ხოლო დიდი აივანი/ვერანდა იდეალურია დასვენებისთვის და ხედებით ტკბობისთვის. ბინა აღჭურვილია ყველა საჭირო ავეჯითა და ტექნიკით, ცენტრალური გათბობის სისტემით და კონდიციონერებით. ასევე ბინას მოყვება 2 საპარკინგე სივრცე ერთი მიწისქვეშა მეორე ეზოს ადგილი
ეს არის იშვიათი შესაძლებლობა იცხოვროთ კომფორტულად და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, ქალაქის ხმაურისგან მოშორებით, მაგრამ ამავდროულად ქალაქის ცენტრთან ახლოს. ლისი ვერანდა გთავაზობთ უსაფრთხო და ჯანსაღ გარემოს, სადაც თქვენი ოჯახი თავს იგრძნობს მშვიდად და დაცულად.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ დამიკავშირდეთ განცხადებაში მითითებულ ნომერზე.