ფასი დააკლდა ‼️სასწრაფოდ
იყიდება 2-ოთახიანი, გარემონტებული ბინა ისანში, ნადირაშვილის ქ. 22-ში, დირსის საცხოვრებელ კომპლექსში.
სართული: 21 | ფართი: 50 მ²
ბინა არის თანამედროვე სტილში გარემონტებული, ნათელი და ენერგოეფექტური, იდეალური როგორც საცხოვრებლად, ისე საინვესტიციოდ.
გეგმარება ფუნქციურად არის მაქსიმალურად ათვისებული — ინდივიდუალური(იზოლირებული) საძინებლის გარდა, დამატებით მოწყობილია მეორე იზოლირებული სივრცე მეტალის გამჭოლი ტიხრით, რომელიც სრულფასოვან საძინებლად გამოიყენება.
🛏️1 იზოლირებული საძინებელი (ამ ეტაპზე განკუთვნილი ბავშვებისთვის)+ დამატებით დასაწოლი ზონა
🛋️სტუდიოს ტიპის მისაღებინ და სამზარეულო
🛁1 აბაზანა/ტუალეტი
🪞იზოლირებული შემოსასვლელი
🪴1 აივანი
ბინას აქვს ცენტრალური გათბობა, მაღალი ხარისხის თბოიზოლაცია და გამოირჩევა დაბალი კომუნალური ხარჯებით (ზამთარშიც კი მინიმალური გაზის გადასახადი).
ბინაში რჩება:
• ჩაშენებული ავეჯი: სამზარეულო, შემოსასვლელისა და საძინებლის კარადები
• დანარჩენი ავეჯი: დივანი, მაგიდა/სკამები, საწოლი მატრასით, სავარძელი, კოსმეტიკის მაგიდა, ხის თაროები
• მსხვილი ტექნიკა: კონდიციონერი, ტელევიზორი, გაზქურა (დამატებით ელექტრო ქურით), გამწოვი, სარეცხის მანქანა, მაცივარი
დირსის კომპლექსი გამოირჩევა განვითარებული ინფრასტრუქტურით — ტერიტორიაზე ფუნქციონირებს საბავშვო ბაღი, მარკეტები და კვების ობიექტები; მიმდებარედ მდებარეობს სკოლები.
მტკვრის სანაპიროზე მოწყობილია რეკრეაციული ზონა, სკვერებითა და დასასვენებელი სივრცეებით.
ბინა სრულად მზად არის საცხოვრებლად