ჩვენი კოტეჯები გამოირჩევა სიმყუდროვით, სისუფთავით და მყარი კომფორტით. თითოეული კოტეჯი მოწყობილია თანამედროვე სტილში, აქვს კეთილმოწყობილი საძინებლები, კომფორტული მისაღები, სრულად აღჭურვილი სამზარეულო და მყუდრო ეზო დასასვენებლად. აქ დაგხვდებათ მშვიდი გარემო, ბუნებასთან სიახლოვე და თბილი ატმოსფერო, რომელიც იდეალურია როგორც ოჯახური დასვენებისთვის, ისე მეგობრებთან ერთად დროის გასატარებლად. სტუმრებს ვხვდებით დიდი სიყვარულით და ვცდილობთ თავი აგრძნობინოთ როგორც საკუთარ სახლში