მესაკუთრისგან იყიდება ნათელი და კომფორტული ბინა მოთხოვნად ლოკაციაზე — ახმეტელის მეტროსთან, მხოლოდ 5 წუთის ფეხით სავალზე (დაახლოებით 400 მ).
ბინა მდებარეობს ახალაშენებულ, ჩაბარებულ და მოწესრიგებულ კორპუსში. ფართი 60 კვ.მ, მე-5 სართული. სტუდიოს ტიპის მისაღები, 2 დამოუკიდებელი საძინებელი, აბაზანა და აივანი. იყიდება სრულად გარემონტებული, ავეჯითა და ტექნიკით — შესაძლებელია დაუყოვნებლივ ცხოვრება დამატებითი ხარჯის გარეშე.
✔ დაცული სადარბაზო — ჩიპით
✔ ვიდეოკამერები კორპუსში
✔ კეთილმოწყობილი ეზო
✔ პარკინგის სივრცე
ლოკაცია განსაკუთრებით კომფორტულია ყოველდღიური ცხოვრებისთვის:
10 მეტრში — საცურაო აუზი და ყინულის მოედანი
300 მეტრში — City Mall Gldani (კარფური, მაკდონალდსი და სხვა ობიექტები)
გარშემო — მარკეტები, აფთიაქები, საბავშვო ბაღი, სკვერი, სტადიონი და ყველა საჭირო ინფრასტრუქტურა.
იდეალურია როგორც საცხოვრებლად, ასევე საინვესტიციოდ (მაღალი მოთხოვნა გაქირავებაზე ამ ზონაში).