ქირავდება მამკოდაში გლდანიდან 5-10 წუთის სავალზე კეთილ მოწყობილი 3- სართულიანი სახლი. სახლი გამოიყენება დაბადების დღეებისთვის და ყველანაირი გართობის მიზნით. ხმაურზე შეზღუდვა არ არის. სახლში არის 6 ოთახი, 6 საწოლი და გასაშლელი დივნები. აქვს აივნები. სახლში დაგხვდებათ ჭურჭელი, მაცივარი, გაზი, ელექტრო ჩაიდანი, ბუხარი, მაყალი, შამფურები, მუსიკალური დინამიკი, ტელევიზორი და ინტერნეტი.
ეზო არის ყვავილებით და მწვანე განათებით მორთული. ჩვენთან დაგხვდებათ ულამაზესი ბუნება, სუფთა ჰაერი და მშვიდი გარემო.