ქირავდება ახალი 3 ოთახიანი ბინა კომპლექსში "შენი სახლი უნივერსიტეტის ქუჩაზე"
ქირავდება ახალგარემონტებული 70მ² ბინა დაცულ საცხოვრებელ კომპლექსში საბურთალოზე. ბინა მდებარეობს მაღალ პირველ სართულზე, მშვიდ და გამწვანებულ ეზოს მხარეს.
ბინა მოიცავს ორ მყუდრო საძინებელს, ნათელ სტუდიოს ტიპის მისაღებ ოთახს სამზარეულოსთან ერთად, თანამედროვე სველ წერტილს და აივანს, საიდანაც იშლება სასიამოვნო ხედები ეზოზე. იგი აღჭურვილია ყველა საჭირო კომუნიკაციითა და თანამედროვე ტექნიკით (მათ შორის ჭურჭლის სარეცხი მანქანით, აირის გაჟონვის დეტექტორით და საშრობით), რაც უზრუნველყოფს თქვენს მაქსიმალურ კომფორტს. ბინის კეთილმოწყობა 8 თვის წინ დასრულდა. პირველი და ბოლო თვის ქირას იხდით წინასწარ.