ქირავდება პრემიუმ კლასის კერძო სახლი თბილისში, ოქროყანაში. ეს არის თანამედროვე, სრულად კეთილმოწყობილი სახლი დიდი ეზოთი, მშვიდ და სასიამოვნო გარემოში, ბუნებასთან ახლოს და ქალაქთან მოსახერხებელ მანძილზე. სახლი მოიცავს 3 საძინებელს, 3 სააბაზანოს, დიდ და ნათელ მისაღებ ოთახს ბუხრით, სრულად აღჭურვილ სამზარეულოს ყველა საჭირო ტექნიკით, მათ შორის ჭურჭლის სარეცხი მანქანით, ცენტრალურ გათბობასა და კონდიცირებას, ცალკე სამრეცხაო ოთახს ჩაშენებული კარადებითა და საუთოვო დაფით, 30 კვ.მ აუზს, პანჩატურს საკუთარი სამზარეულოთი და 2 ავტომობილზე გათვლილ გარაჟს. მთავარ და მეორე საძინებელს აქვს დიდი საგარდერობე ოთახი, მესამე საძინებელში განთავსებულია დიდი ჩაშენებული კარადა, ორ საძინებელს აქვს საკუთარი აივანი, ხოლო ერთ-ერთი საძინებლიდან პირდაპირი გასასვლელია ეზოში. გარაჟში შესვლა შესაძლებელია როგორც სახლიდან, ისე ეზოდან. სახლი იდეალურია მათთვის, ვინც ეძებს კომფორტულ, ფართო და მაღალი სტანდარტის საცხოვრებელს პრესტიჟულ და მშვიდ უბანში. ფასი შეადგენს 3900 აშშ დოლარს, დეპოზიტი — 4000 აშშ დოლარი.