7 room private house for sale in shindisi

7 room private house for sale in shindisi

119ID: 24733782
შინდისი
1,572,527
1 - 6552
240 m²
Area
7
Rooms
4
Bedroom
2
Floor
608 m²
Yard area

Short description

იყიდება განსაკუთრებული არქიტექტურის მქონე 245 კვ.მ 30-იანი ბლოკით ნაშენები კერძო სახლი თბილისში, მთაწმინდის რაიონში შინდისში, შინდისის ცენტრში ცენტრალურ გზასთან - შინდისის ვილებში, ყველაზე პრესტიჟულ, დეფიციტურ და მოთხოვნად ლოკაციაზე. ეს არ არის გასაყიდად აშენებული სტანდარტული პროექტი – ეს არის ოჯახისთვის აშენებული/შექმნილი სახლი.

პირველი სართულის ჭერის სიმაღლე 3.10 მეტრია, ხოლო მეორე სართულზე - 4.10 მეტრიანი „ლოფტის“ ტიპის ჭერი, ამერიკულ და ევროპულ სტილში, რაც სახლს საოცარ ჰაეროვნებას სძენს და დღის სინათლის, სივრცის სრულყოფილ სინთეზს ქმნის, სახლი უყურებს მზის ამოსვლას რაც იმას ნიშნავს რომ არის ძალიან ნათელი/თბილი და სრულად ვიტრაჟული.

სახლი ორ სართულზეა განაწილებული. მეორე სართულზე 4 ნათელი საძინებელი და საგარდერობე ოთახია განთავსებული აქედან 3 საძინებელს აქვს საკუთარი აივანი. ხოლო, პირველ სართულზე - დიდი მისაღები და კაბინეტი, რომელიც სურვილისამებრ შესაძლებელია დამატებით საძინებლად გადაკეთდეს, ასევე 20 კვ.მ-იანი იზოლირებული სამზარეულო კი პირდაპირ უკავშირდება ვერანდასა და სიმყუდროვის ოაზისს – ეზოს. 2 სველი წერტილი, ორივე მათგანი ბუნებრივი განათებით (ფანჯრებით).

მისაღებ ოთახში არის ნამდვილი, ძვირფასი ინგლისური სტილის დიდი აგურის ბუხარი, რომელიც ზამთრის საღამოებს განსაკუთრებულს გახდის. ფანჯრებიდან/აივნებიდან კი იშლება ულამაზესი ხედები თბილისზე, ფუნიკულიორზე და შინდისის ცენტრალურ ტრასაზე

ტექნიკური მახასიათებლები:

ცენტრალური გათბობა დამონტაჟებულია ორივე სართულზე.

ყველა კომუნიკაცია (დენი, გაზი, წყალი GWP, კანალიზაციის ჭა GWP რომელიც არის გზაზე და არის საკუთარი) არის.

608 კვ.მ ეზო, სადაც თავისუფლად არის გათვალისწინებული არაერთი ადგილი ავტომანქანისთვის.

სახლი მდებარეობს ისეთ ადგილას, სადაც უძრავი ქონება იშვიათად იყიდება (დეფიციტური სახისაა). აქ სიმშვიდე და კომფორტი იდეალურად ერწყმის ერთმანეთს – ყველა საჭირო ინფრასტრუქტურა (კარფური, ნიკორა, სპარი, ორი ნაბიჯი, კალათა, ფარმადეპო პსპ და ა.შ.) ობიექტი თუ ტრანსპორტი სულ რამოდენიმე ნაბიჯშია.

Addition parameters

Status
New building
Condition
Newly renovated
Type of project
Non-standard
Owner logo
ანრი
Agent
All statements (162)
ანრი
Agent

If the information in the listing is incorrect, file a report