იყიდება გამორჩეული არქიტექტურის მქონე ახლადაშენებული ვილა წავკისში შესანიშნავი
პანორამული ხედებით დედაქალაქსა და შემოგარენზე. ვილას გააჩნია საკუთარი მიწის ნაკვეთი 632 კვ.მ. რომელიც მოიცავს დასასვენებელ ზონას აუზით 3მX9მ. ეზოს პერიმეტრს გააჩნია ზედა და ქვედა დონეები და პარკინგი 2 ავტომობილზე. სახლის არქიტექტურა გამოირჩევა 4 მეტრიანი კონსოლური კონსტრუქციით,
რომლის სივრცეში გაწვდენილი აივნები და ტერასები დილიდან ეგებებიან მზის ამოსვლას,
საღამოთი კი ტკბებიან მშვენიერი დაისით. კონსოლური არქიტექტურა დამატებით
უზრუნველყოფს -1 სართულზე განთავსებული ბუხრიანი დარბაზის წინ მდებარე 38 კვ.მ
ტერასის ბუნებრივ გადახურვას და უშუალოდ ემიჯნება ქვედა ზონის ეზოს.
კიდევ ერთი გამორჩეული არქიტექტურული ელემენტია ბუნებრივი ქვით მოპირკეთებული
ბუხრის კალამი, რომლის სიმაღლეც 14 მეტრია. ვილა მოპირკეთებულია ევროპული
ქვაბამბით დათბუნებული ვენტილირებადი ფასადის სისტემით, სადაც ერთმანეთს ერწყმის
ნატურალური ხე, ბუნებრივი ქვა და მეტალის ჩანართები. მაღალი ხარისხის სლაიდი და
ვიტრაჟული სისტემები დაბალემისიური შუშებით უზრუნველყოფენ შენობის ბუნებრივ
განათებას, ვენტილაციასა და ენერგოეფექტურობას. ვილის სახურავი დათბუნებულია
პენოპლასტის ფილით და უზრუნველყოფილია მაღალი ხარისხის ჰიდროიზოლაცია.
შესასვლელები გადახურულია სპეციალურად შექმნილი დიზაინის მეტალის სახურავებით.
სახლს გააჩნია დაპროექტებული წყალარინების, წყალგაყვანილობის, სარწყავი და
ელექტრო სისტემები, მათ შორის ავტომობილის სწრაფი დამტენის მოწყობა. ეზოში
დამონტაჟებული ბოლო თაობის ბუნებრივი ნარჩენების გადამამუშავებელი სეპტიკის
სისტემა უზრუნვეყოფს 95%-ით გაწმენდილი ტექნიკური წყლის გამოყოფას, რომელიც
გამოყენებული იქნება სარწყავი სისტემისთვის და არ საჭიროებს პერიოდულ წმენდას.
პერიმეტრი შემოსაზღვრულია მონოლითური კედლით. ვილის ინტერიერის მოპირკეთება განსაზღვრულია საინჟინრო კომუნიკაციების გეგმის მიხედვით, სადაც გათვალისწინებულია თანამედროვე ჭკვიანი სახლისთვის დამახასიათებელი სისტემები. სარდაფის და ძირითადი სართულებზე გათვალისწინებულია იატაკის გათბობა.
სახლთან მისასვლელად დაპროექტებულია ორმხრივი მისასვლელი გზა და მოკირწყლული
ტროტუარები გამწვანებით და განათებით.
საჭიროებს მხოლოდ ინტერიერის დიზაინის შექმნას და მოწყობას თქვენი გემოვნებით.
პროექტი 20 წუთის სავალზეა ავტომობილით თავისუფლების მოედნიდან, ხოლო
საზოგადოებრივი ტრანსპორტით 45 წუთი ბარათაშვილიდან დასახლების უშუალო
სიახლოვეს მდებარე მოსაცდელამდე. საფეხმავლო და ველო ბილიკებით შესაძლებელია
მოხვედრა მთაწმინდის პარკსა და კუს ტბაზე.