იყიდება 78მ² ახალი გარემონტებული ბინა „არქი იასამნებში“, მე-15 სართულზე. ბინა მოიცავს ორ იზოლირებულ საძინებელს, თითოეულს საკუთარი აივანი აქვს, ხოლო მისაღებიც გადის დიდ აივანზე, საიდანაც იშლება ულამაზესი ქალაქის ხედი.
ბინა სრულად აღჭურვილია მაღალი ხარისხის „Midea“-ს ტექნიკით, ცენტრალური გათბობით, ავეჯით — საწოლითა და მაგიდით. სამზარეულო და სველი წერტილი მოპირკეთებულია ესპანური მეტლახ-კაფელით, აბაზანა კი აღჭურვილია თანამედროვე ჩაშენებული სისტემებით. იდეალურია კომფორტული ცხოვრებისთვის ან საინვესტიციოდ.