ბინა არის ახალი აშენებული,არასტანდარტული, ამ ბინას შესასვლელი აქვს არა სადარბაზოდან არამედ ეზოდან. სურვილის შენთხვევაში შესაძლებელია სადარბაზოდან შესასვლელის გახსნა. ასევე აქვს მაღალი ჭერი 3 მეტრზე მეტი, რაც დამატებით სივრცეს ქმნის და შესაძლებელია ანტრესორის გაკეთება. ჭერის სიმაღლის დახმარებით აბაზანის ზემოთ მთელ სიგრძეზე გაკეთებულია საკმაოდ დიდი და ტევადი სათავსო. საძინებელსა და მისაღებში არის ვიტრაჟი, რაც ქმნის სახლში ნათელ გარემოს. ბინაში არის ცენტრალური გათბობა და რჩება ავეჯის ნაწილი. სახლს აქვს კარგი ადგილმდებარეობა ახლოს (50-100 მეტრში) არის კერძო სკოლა და 2 წუთის სავალზე როგორც კერძო ასევე საჯარო ბაღი. კორპუსის უკან გზისგან დაცული საბავშვო და სპორტული სივრცეებია. რომელიც წელს განახლდა თავისი საქანელებით, პიმპონგის მაგიდით და სარწეველა სკამებით.